ოლიგომენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 29 წლის ბოლო 2 მენტრუაცია თითქმის არ მაქვს 3 დღიანიდან 1 ნახევარ დღეზე შემცირდა და ძალიან ცოტა რაოდენობით, გამონადენი არის ყავისფერი და კოლტებიანი. რამე დაავადების ნიშანი ხომ არ არის? არ მაქვს სექსუალური ურთიერთობა რეგულარული, რამდენიმე თვეში ერთხელ და მაგის მიზეზი ხომ არ შეიძლება რომ იყოს? რადგან ადრე როცა რეგულარულად იყო მსგავსი პრობლემა არ მქონია. პს. შეიძლება თუ არა დაორსულება მენსტუაციის დაწყებიდან მე 5 დღეს? თვიური მხოლოდ 1 დღე მაქვს მაქსიმუმ 2. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი. თქვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემცირებულ მენსტრუაციასთან ანუ ოლიგომენორეასთან, რომლის დროსაც მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რაც თავიდან აგაცილებთ მრავალ გართულებას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
კვლევის ჩატარებისა და მონაცემების შეჯერების შემდეგ, ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა