მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ოსტეომაც და ჰემანგიომაც ორივე კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, ოსტეომა (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა)
ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში.
დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომია თანდათანობითი მზარდი ტკივილი დაზიანების ზონაში, რომელიც ჩნდება ან ძლიერდება ღამის საათებში. მკურნალობა კი, ოპერაციულია.
თქვენი დასკვნის მიხედვით „კერა ზომით : 1,0 X 0.9 რომელიც არ ვრცელდება ორბიტაში და საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში“ , სავარაუდოდ, ამიტომ გირჩიათ ნეიროქირურგმა დინამიკაში დაკვირვება.
მიმოწერის რეჟიმში ვერ გიპასუხებთ რას ეხება თქვენი ჩივილები, მონაცემებიც საკმაოდ მწირია ამომწურავი ინფორმაციისათვის.
მაგრამ გირჩევთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ თქვენი დაავადება. ამისათვის გირჩევთ მობრძანდეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სადაც თქვენი ყოველმხრივი სრულფასოვანი კვლევებისათვის და საჭიროების შემთხვევაში დაგხვდებათ ზედმიწევნით ადექვატური გარემო.
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნევროლოგის და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია, ხოლო დანიშნული კვლევები ჩაიტაროთ აქციების ფარგლებში.
რადიოლოგიურ კვლევათა ( ბრაქეოცეფალური დუპლექსკანირება თუ CT ) შედეგები განხილული იქნება კონსილიუმის რეჟიმში, რომელსაც ნეიროქირურგებთან ერთად დაესწრებიან რადიოლოგები და რადიოთერაპევტები.
კლინიკის აქციის ფარგლებში ფასდაკლებების შესახებ, ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე.
● ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი : https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
● თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია : https://kirurgia.ge/article/31428/gatavisufldit-tavis-tkivilisgan-%E2%80%93-gtavazobt-tavis-tvinis-kompiuterul-tomografias-da-nevrologis-konsultacias
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!