მოგესალმებით,
ზოგადად, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
დიახ, შესაძლებელია, არ უჩიოდეთ კისრის ტკივილს. თუმცა ვფიქრობთ, რომ თქვენს მიერ აღწერილი ჩივილები, კისრის ოსტეოქონდროზს უკავშირდება.
ოსტეოქონდროზის შემთხვევაში, რენტგენოგრაფიული კვლევა არაინფორმაციულია. ასეთ დროს, კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა... შესაძლებელია თუ არა კისრის ორტეოქონდროზი დროს არ მტკიოდეს კისერი ( არ მაწუხებს არც კისერი არც ხერხემალი ) ? 1 თვეა მაქვს დამძიმებული თავი ,ტკივილი საფეთქლის და თვალის არეში ... მირჩევთ თუ არა გადაღებას რენტგენის ... წინასწარ მადლობა პასუხისთვის
პასუხი: