კითხვა: მოგესალმებით დიდი პატივისცემით! კუნთები მტკივა მთელს სხეულზე და ასეთ შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • გაციება;
  • სიმძიმეების აწევა;
  • უხერხული მოძრაობა;
  • მძიმე ფიზიკური შრომა.

გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია.
მიზეზთა ნუსხა კი ვრცელი და მრავალფეროვანია:

  • ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი, რევმატიზმი);
  • აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია);
  • ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტოკების მოხმარება);
  • ჩირქოვანი ინფექციური დაავადებები (ოსტეომიელიტი, სეფსისი), გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ანაერობული მიკრობებით;
  • პარაზიტული დაავადებები (ტრიქინელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი);
  • მედიკამენტები (აგფ-ის ინჰიბიტორები, სტატინები, პენიცილამინი, ციმეტიდინი).

იმისთვის რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რომელთა დასკვნის მიხედვითაც დასმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა