ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ 62 წლის,მაქვს ართროზი და ასევე ჩიყვი.მაწუხებს ამ ბოლო დროს წნევები.ვსვავ ჩიყვზე შესაბამის წამლებს,ასევე წნევის მარეგულირებელს,ბოლო ერთი კვირაა დამეწყო საშინელი თავის ტკივილები,მაქვს მოჭიმულობის შეგრძნება ,და ასევე თავის არეში წვის შეგრძნება,მაქვს ფორიაქი და ხანდახან შინაგანი კანკალი,შეიძლება თუ არა ეს იყოს შაკიკი ან გაიმორიტი?ანალიზებში მაქვს ხოლესტერინი მომატებული და რენტგენით დამისვეს ოსტეოხონდროზის დიაგნოზი.მადლობა წინასწარ პასუხისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს. ოსტეოქონდროზის ერთ–ერთი გამოვლინებაა დისკოპათია. ამ შემთხვევაში ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა, განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის ფრაგმენტაცია ანუ სეკვესტრაცია.
ოსტეოქონდროზის პირველი სიმპტომი ტკივილია. მანამდე, როგორც წესი, დაავადებას ყურადღებას არავინ აქცევს. ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გადაცემითი. ეს უკანასკნელი მაშინ ვითარდება, როდესაც ძვლის სტრუქტურა ან მალათაშუა დისკი ნერვს აწვება.
შესაძლებელია გამოვლინდეს პარესთეზიული მოვლენები:

  • დაბუჟება;
  • წვა.

კლინიკური ნიშნები დაზიანების ანატომიაზეა (დაზიანების დონე, ზეწოლის მიმართულება და სხვა) დამოკიდებული.
შესაბამისად ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩივილიც ოსტეოქონდროზიდან გამომდინარეობს.
საჭიროა, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ნევროლოგი.
მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა