კისრისა და კეფის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ მაქვს ტკივილები კეფის და კისრის არეში რომელიც ხანგრძლივი ჯდომითი პროცესის ბრალია ვმკურნალობ ტვეზე მეტია უკვე და ტკივილი ისევ მაქვს და რას მირჩევთ რომ დავაღწიო თავი ამ საშინელ ტკივილებს
პასუხი:

მოგესალმებით!
კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები (ტრაპეციული კუნთი, ბეჭის ამწევი კუნთი, კიბისებრი კუნთი), გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას
როგორც მოგვითხრობთ, ტკვილი ხანგრძლივი ჯდომითი პროცესიდან გამომდინარეობს, კისერსა და კეფში ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტრავმირებულმა ან ანთებითმა მალთაშუა სახსრმა ართროზის დროს. კისერი (კუნთები, იოგები) პაციენტს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო), ან კისრის ტრავმის შოლტისებრი მექანიზმის შემდეგ. კისერში ტკივილის სიმპტომის გაჩენას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების დაჭიმულობა და გადატვირთვა და ა.შ.
კისრის დონეზე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის მალების ოსტეოპოროზი და მალთაშუა სახსრების ოსტეოართროზი) ჩვეულებრივ გამოწვეულია ხერხემლის ბუნებრივი დაბერებით. კისრის განმეორებით ტრავმას შეუძლია დეგენერაციის ამ პროცესების დაჩქარება ოსტეოქონდროზის, სპონდილოართროზისა და სპონდილოზის შემთხვევაში.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და ამის შემდეგ შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა