პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: ძალიან მტკივა მკლავები ხელები. მისივდება მიბუჯდება ღამით და დღისით მტკივა. ძალა აღარ მაქვს ...შედარებით ძალიან ნაკლები მაქვს ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ.მკლავებს რომ ვატრიალებ მაღლა დაბლა ბეჭებში ისეთი ტკაცუნია მეზობელს ესმის ლამის... 8 წლის წინ ვარ ნაოპერაციევი ამომკვეთეს საშვილოსნო თავის დანამატებით. ...სხვა არაფერს ვუჩივი ამ დრომდე გარდა ამისა... მეშველება რამეეე... ვენების ვარიკოზ. ღრმა ვენების .ვღებულობ დეტრალეკს...
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს პოლიართრიტი.  რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ან გამოწვეული სხვა მიზეზებით –  ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.

მართალია ,  რომ არ ვიცით თქვენი ასაკი, მაგრამ ვვარაუდობთ , რომ ხართ შუახნის ქალბატონი და შესაძლოა გქონდეთ ოსტეოპოროზი .

ოსტეოპოროზი

იგი  ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება მოტეხილობა მოჰყვეს.

ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა შემდეგი ფაქტორები: 

  • მემკვიდრეობა;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი.

ასევე  დაავადებების მთელი წყება ( ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტი.

სასურველია განახორციელოთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, რომელიც დაგინიშნავთ სათანადო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში,  სადაც მიმდინარეობს  აქცია ფარისებრი ჯირკვლის  კვლევაზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა