პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: დედა არის 77 წლის, ხერხემალსა და სახსრებს იტკივებდა, მაგრამ ყოველთვის შრომისუნარიანი იყო, და თავს არ ანებებდა სსხვადასხვა სამეურნეო საქმიანობას.წელს გაუსივდა ხელის მტევნები,ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა, განსაკუთრებით ღამის საათებში უსივდება, დღით ზოგჯერ ცხრება,რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვის მივმართოთ,ატარებს დაბალ წნევას.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დედათქვენს აქვს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ან გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა