ქუსლის ტკივილი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარდჯობა, ვარ 63 წლის, მტკივა მარჯვენა ფეხის ქუსლი, რომელ ექიმს უნდა მივმართო და რა ანალიზი დამჭირდება, წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა იწვევს ქუსლის ტკივილს;
  • რევმატული დაავადებები რომლებიც იწვევენ ქუსლის ტკივილს;
  • როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ტიპი;
  • შეთავაზება – რევმატოლოგიური აქცია.

ქუსლის ტკივილი, როგორც წესი, მოიცავს ქუსლის ქვეშა მიდამოს, ან ქუსლის უკანა ზედაპირს.
ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორისაა:

  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი;
  • ფეხის გულსა და ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევა;
  • ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება).

ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე.
ასევე, ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად:

  • ბეხტერევის დაავადება;
  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი.

quslis_tkivili

მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმლის ტიპი, მოგცემთ რეკომენდაიცას:

  • ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს;
  • არ არის სასურველი დაბალძირიანი (უპლათფორმო) ფეხსაცმლის ტარება;
  • საჭიროების შემთხვევაში სასურველია, ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება.

ზუსტი დიაგნოსტირების თვალსაზრისით, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ რევმატოლოგის კონსულტაციას და ლაბორატორიულ კვლევებს, რომელშიც შედის:

  • რევმატოლოგის კონსულტაცია;
  • C რეაქტიული ცილის განსაზღვრა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-revmatologis-konsultaciasa-da-laboratoriul-kvlevebs/31703
თუ ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხება, დიაგნოსტირებაში ჩაერთვება ტრავმატოლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა