რევმატიზმი - რევმატოლოგია

კითხვა: იცით რა მაინტერესებს ??როდესაც არაფერს უჩივის ადამიანი გარდა გულის ფრიალისა შეიძლება რომ რევმატიზმის ბრალი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
რევმატიზმი წარმოადგენს ანთებით დაავადებას, რომელიც განპირობებულია ბაქტერია სტრეპტოკოკუს პიოგენეს ან ჯგუფი A სტრეპტოკოკის მიერ ყელის ინფექციის შემდგომ.
სტრეპტოკოკით ინფექციასა და რევმატიზმს შორის ზუსტი კავშირი ჯერ-ჯერობით არ მოძებნილა, თუმცა, დიახ, რევმატიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის სამუდამო დაზიანება, მათ შორის სარქველების დაზიანება და გულის უკმარისობა.
სწორედ ამიტომ, როგორც წინა არაერთ შეტყობინებაში გირჩიეთ, ახლაც გავნმეორდებით.
თქვენ ჩვენი ხშირი „პაციენტი“ ბრძანდებით. სასიამოვნოა როცა გვენდობიან, თუმცა მუდმივ რეკომენდაციას სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით, ვერ მოგაწვდით !
უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, ან მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში რათა შევძლოთ დახმარება და მკურნალობის დანიშვნა.

გამოაგზავნეთ შეკითხვა