პოლიკისტოზი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მაქვს 3 სანტიმეტრიანი კისტები საკვერცხეზე 3ცალი.მაქვს მუდმივი მუცლის შებერილობა.შეიძლება თუ არა რომ შებერილობა იყოს კისტების ბრალი.
პასუხი:

მოგესალმებით,

საკვერცხეების პოლიკისტოზი არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს,

საკვერცხის პოლიკისტოზი, რიგი ჰორმონული დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ჰიპერპროლაქტინემია, ინსულინორეზისტენტობა, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია.

საკვერცხეების პოლიკისტოზი არ იკურნება. მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა და პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, იმისდამიხედვით, რა სურს ქალს და რამდენი წლისაა.

რაც შეეხება შებერილობას, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ ეს გამოწვეულია პოლიკისტოზისაგან ,  თუ არა, რადგან ზოგადად შებერილობას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორისაა მეტეორიზიმი ( კუჭ–ნაწლავში დაგროვილი აირები) , აეროფაგია ( კვებისას გადაყლაპული ჰაერი ) და ა.შ.

ზუსტი დიაგნოსიტრებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობის  ინდივიდუალურ  მეთოდს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119  ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა