მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს იმპოტენციას;
- რა არის ნევროზი;
- კლინიკის აქციის შეთავაზება.
დისფუნქციის მიზეზად ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია, სადაც წამყვანია სისხლძარღვოვანი პრობლემები, ვინაიდან სწორედ სისხლის ადეკვატური მიმოქცევაა როგორც ერექციის,ისე სხვა რეპროდუქციული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, მას მოსდევს ენდოკრინული, ნევროლოგიური, უროლოგიური დაავადებები და სხვა.
ერექციული და რეპროდუქციული დისფუნქციის დიაგნოსტირება და მკურნალობა სექსოლოგის პრეროგატივაა, შესაბამისად გირჩევთ, მიმართოთ მას.
რაც შეეხება თქვენს მეორე ჩივილს, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ნევროზი.
ზოგადად, ნევროზი შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფია, რომელიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მისი ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს და ა.შ.
საწყის ეტაპზე, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან 50%-იან ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
უშუალო ვიზიტის დროს, მონაცემთა ობიექტური შეჯერებისა და შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!