პრემენსტრუალური სინდრომი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით... მაინტერესებს მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე 6 დღით ადრე მეწყება სისხლიანი გამონადენი და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, საქმე ეხება მენსტრუაციისწინა პერიოდს.
ნორმალური მენსტრუალური ციკლის ათვლა იწყება მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღიდან და გრძელდება 3-6/7 დღე. შესაბამისად, პირველ ფაზას მენსტრუალური ფაზა ჰქვია. ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებული ზედა შრე ჩამოიფრცქვნება და გამოიყოფა სისხლთან ერთად.
სისხლდენის ოდენობა განპირობებულია პერიოდის მახასიათებლებით. თუმცა ამ პროცესის პარალელურად ორგანიზმში ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი იწყება - საკვერცხეში მენსტრუალური სისხლდენის ბოლო დღეებში ჰიპოთალამუსში სინთეზირებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით საფუძველი ეყრება ერთდროულად 20-მდე ფოლიკულის ზომებში ზრდას.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა