ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, კითხვა მაქვს ესეთი... მეორედღეა ყავისფერი გამონადენი მაქვს მცირე ძაან, მენსტრუაციას 12-ში ველოდები მაგრამ არ მაქვს არც ტკივილი არც წითელი გამონადენი და შეიძლება ორსულად ვიყო? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა თქვენს მიერ აღნიშნული ყავისფერი გამონადენი, შესაძლოა უკავშირდებოდეს პრემენსტრუალურ პერიოდს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი ინსტუმენტულად დაათვალიერებს საშვილოსნოს ღრუს, დანიშნავს საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევებს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიის არსებობა.
ორსულობის დასაზუსტებლად ან გამოსარიცხად, საჭიროა ჩაიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა