კითხვა: მოგესალმებით.ვარ 45 წლის.დაახლობებიტ ერთო წელია რაც არ მაქვს ციკლი,მაგრამ პერიოდულად მაქვს სისხლნარევი კავისფერი გამონადენი.არის თუ არა ეს ნორმალური კლიმაქსურ პერიოდში,გაკეტებული მაკვს ციტოლოგია და მიტხრეს არ არის არაფერი.ეხოსკოპია არ გადამიგეს.
პასუხი:

მოგესალმებით,
კლიმაქსი, იგივე მენოპაუზა იწყება მაშინ, როცა საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი სასქესო ჰორმონის, ესტროგენისა და პროგესტერონის, დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება.
მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია: ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი „კლიმაქსისათვის“ დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს.
დიახ, შესაძლოა ყავისფერი გამონადენის არსებობა მენოპაუზურ პერიოდს უკავშირდებოდეს და ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, აუცილებელია დიაგნოზი დადასტურდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გინეკოლოგის კონსულტაციას + ექოსკოპიას ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა