საკვერცხის კისტა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაჯვენა საკვერცხეზე მაქვს კისტა,ჩვიტარე მკურნლობა,1 თვეში ზომა დიკლო კისტამ და დეფორმირდა,მაგრამ არ გაიწოვა ბოლომდე,შესაძლებელია ამ დროს ორსულობა მოხდეს?და ორსულობას რისკები თუ ექნება?ან ნაყოფს საფრთხე ხომ არ შეექმნება?
პასუხი:

მოგესალმებით,
საკვერცხეები ქალის ორგანიზმში არსებული წყვილი რეპროდუქციული ჯირკვალია, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გვერდზე - მის ორივე მხარეს.
საკვერცხის ცისტების განვითარება უამრავმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის და ბუნების ცისტები. განასხვავებენ ფოლიკულურ, ყვითელი სხეულის, ენდომეტრიოიდულ, პარაოვარიულ, დერმოიდულ, სეროზულ, მუცინოზურ ცისტებს, თქვენს შემთხვევაში თუ რომელს ეხება საქმე, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
ცისტები თავისთავადაც შეიძლება უკუვითარდებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმმა მათი იგნორირება მოახდინოს. მით უმეტეს, ის დარღვევები, რომლებმაც ამ ცისტების გაჩენა გამოიწვია, შესაძლოა უშვილობის მიზეზადაც იქცეს.
ჩვენი რჩევაა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
თუ დაგაინტერესებთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა აზრი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა