საკვერცხის ტკივილი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა მარჯვენა საკვერცხესთან მტკივა ჯდომის დროს და გადამმცემს წელზე სარტყელისებურად ასევე ვგრძნობ ტკივილს ჭიპთან და საშვილოსნოს ყელთან ეხო გადავიღე 4 დღის უკან მთლიანი მუცლის ღირსი და ვერაფერს ვხედავთ საგანგაშოსო არადა ძალიან მტკივა განსაკუთრებით ჯდომის დროს რისი ბრალი შეიძლება იყოს იყოს გ მადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩაიტარეთ მუცლის ღრუს ექოსკოპია, სადაც პათოლოგიური უბანი არ გამოვლინდა.
შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი იყოს მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება:

  • ბაქტერიული ვაგინოზი (საშოს ლორწოვანის ბაქტერიული დაზიანება).
  • სქესობრვი გზით გადამდები ინფექციები (გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა). 

დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ გამოხატული სხვა ტიპის ჩივილები, მაგალითად:

  • სხეულის ტემპერატურის მატება;
  • საშოდან გამონადენი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები. 

სასურველია, ჩაიტაროთ დამატებითი ლაბორატორიული კვლევები როგორიცაა:

  • ნაცხის ანალიზი; 
  • სისხლის საერთო ანალიზი; 
  • შარდის საერთო ანალიზი.

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა