პროქტოლოგთან ვიზიტი - პროქტოლოგია

კითხვა: პროქტოლოგთან ვიზიტის დროს არის თუ არა წინასწარ მომზადება საჭირო. ბოდიში შეკითხვისთვის. ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი ვარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ გაწუხებთ ინტენსიური ტკივილი სწორი ნაწლავის ან უკანა გასავლის მიდამოში (ბუასილი, იგივე ჰემოროიდი) წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. სხვა შემთხვევაში კი, აუცილებელია ორი გამწმენდი ოყნის გაკეთება წინა საღამოს და ვიზიტის დღეს – დილით. აღნიშნული საჭიროა სრულფასოვანი დათვალიერებისათვის:
ვიზუალური დათვალიერება;თითით კვლევა;ანოსკოპია;რექტორომანოსკოპია;ფიბროკოლონოსკოპია;სწორი და მსხვილი ნაწლავის რენტგენოკონტრასტული კვლევები (ირიგოსკოპია და ირიგოგრაფია).
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და მოგცემთ მითითებას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე. რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, ამომწურავად მოგეწოდოთ ინფორმაცია მკურნალობის მეთოდის შესახებ.


პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა