კითხვა: დიდი მადლობა ყურადღებისთვის. უბრალოდ დედას უჭირს გადაადგილება და ვერ შევძლებთ კლინიკაში მოსვლას. ამიტომ შეგაწუხეთ ამ კითხვით.ერთი თვის წინ სისხლის ანალიზმა ოდნავ მაღალი პროტრომბინის დონე აჩვენა. სხვა მხრივ ნორმალური მაჩვენებლებია. იქნებ გარეგანი რაიმე საშუალება(მალამოს სახით) მირჩიოთ. წინასწარ დიდი მადლობა!
პასუხი:
ზოგადად, პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა. სწორედ ფიბრინის კოლტი აცობს დაზიანებულ სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის დენას.
პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის.
მედიკამენტებსა და ლოკალურ მალამოებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რადგან ზუსტი დიაგნოზი არაა დასმული.
თუმცა შეგვიძლია მოგცეთ, რამოდენიმე რეკომენდაცია:
- სასურველია პაციენტმა მიიღოს დიდი ოდენობის სითხე (წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად, კიტრი);
- წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) - დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას; ● ნიახური - მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
- პომიდორი – მასში თავმოყრილია სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
- იოდით მდიდარი საკვები – ზღვის კომბოსტო, ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !