კითხვა: თვალის ზედა ქუთუთოზე წამწამებს შორის მაქვს ცხიმგროვა.ოფთალმოლოგთან ვიყავი და მოსაკვეთიაო.450 ლარი ჯდება ოპერაცია და რადგან სტუდენტი ვარ საყოველთაო დაზღვევით 200 ლარი.მაგრამ ეს თანხა მაინც ძალიან დიდი მგონია ერთი პატარა ცხიმგროვას მოსაშორებლად.არის რაიმე სხვა ხერხი რომ ოპერაცია არ დამჭირდეს?მოწვა ან მკურნალობა არ შეიძლება?
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ქალაზიონზე, რომელიც ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, იგი გამოწვეულია ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით.
ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება, რადგან იგი ქრონიკული პათოლოგიაა.
განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!