საცრემლე არხის ზონდირება - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა! მაინტერესებს საცრემლე არხის გახსნა "ზონდირება"რამდენად რთული პროცესია და ახლავს თუ არა რისკი თვალის დაზიანების,არასწორი მანიპულაციის შემთხვევაში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი საცრემლე არხის გახსნა? ბავშვი არის 3 თვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად, საცრემლე არხის თანდაყოლილი ობსტრუქციით (დახშობით), ახალშობილთა დაახლოებით 6% იბადება.
აქამდე ოპერაცია ღია წესით (მეთოდით) კეთდებოდა, რის გამოც ძლიერ ტრავმული იყო, საცრემლე პარკთან მისადგომად საჭირო იყო ცხვირის ძვლების დამტვრევა-დაზიანება, ამასთან, ბუნებრივი არხების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ახლა კი, დაკრიოცისტიტით გამოწვეული ცრემლდენისა და საცრემლე გზების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა, ინოვაციური მეთოდით, რინოლაზერული ენდოსკოპით ტარდება.
ენდოსკოპიური დიოდლაზერული დაკრიოცისტორინოსტომიის პრიორიტეტებია:
● ოპერაციის ხანგრძლივობა - 15-20 წუთი;
● რეციდივის პრევენცია ( ნაზალური იმპლანტის/კლიფსის ჩანერგვა არსებულ ხვრელში) ;
● კანზე განაკვეთის არარსებობა;
● მცირე ინვაზია;
● სილიკონის იმპლანტი ( უზრუნველყოფს საცრემლე გზების სრულ აღდგენას) ;
● სისხლდენის მინიმალური რისკი;
● ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის მცირე პერიოდი;
● ინფექციების განვითარების მინიმალური რისკი.
თუმცა, უმჯობესია ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მის თანმდევ გართულებებსა თუ დადებით მხარეებზე, ესაუბროთ უშუალოდ იმ ოფთალმოლოგს, რომელმაც უნდა ჩაუტაროს პატარას ქირურგიული მკურნალობა.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა