კითხვა: გამარჯობა,9 წლის გოგონას აქვს თვალზე ქალაზიონი,ვიყავით ერთი თვის წინ ოფთალმოლოგთან და დაგვინიშნა მაზი და თვალის წვეთები,მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა,მაინტერესებს ოპერაცია თუ არის საჭირო,რა ჯდება ან სხვა რამე თუ შემიძლია რომ გავაკეთო?წინასწაარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ქალაზიონი ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, იგი გამოწვეულია ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით.
ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება, რადგან იგი ქრონიკული პათოლოგიაა.
განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა