მოგესალმებით,
ინფორმაციის სახით გეტყვით რომ, ეს შესაძლოა იყოს ბლეფაროსპაზმი ანუ ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური კრუნჩხვების გამოვლინება. კლონური სპაზმის დროს მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით.
მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
ამიტომ, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის უმჯობესია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკური პირველადი კვლევები, სპეციალისტი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს, ფსკერს და გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს გადაბმულად თვალების ხამხამი ძალიან ხშირად ხან სწრაფად მივაყოლებ რამდენიმეს ერთდროულად ხან ნელა თითქოს ოღონდ განუწყვეტლივ. თუ შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი უნდა იყოს და თვალის ექიმს უნდა მივმართო თუ ნევროლოგს? მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი: