კითხვა: გამარჯობათ ვარ 17 წლის. გახურებისას მეწყება თავიდან ფეხებამდე ფხანა განსაკუთრებით თავისა და ზურგის მიდამოში. გრძელდება რამდენიმე წუთს, თითქოს ეგუება ორგანიზმი. ასე მეორდება ყოველთვის როცა მიწევს თუნდაც აჩქარებული სიარული. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ქავილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია ოფლისა და ცხიმის ჯირკვლების ფუნქციათა დაქვეითება.
აგრეთვე გამომწვევი შესაძლოა იყოს:
ჰიპოვიტამინოზი – კერძოდ, A, C და B ჯგუფის ვიტამინთა დეფიციტი;ფსიქოემოციური მოვლენები.
თქვენს მიერ აღნიშნულ მიდამოში ქავილი, შესაძლოა გამოვლინდეს ფოტოდერმატიტის დროს ( მზის სხივების გავლენა) .
ქავილი დაავადება არ არის, იგი კანის, შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის მრავალი დაავადების ერთ-ერთი, ხშირად კი ერთადერთი სიმპტომია.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ, გენერალიზებულ და ლოკალურ ქავილს.
ამიტომ, თუ რა არის თქვენს შემთხვვეაში გამომწვევი, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
უმჯობესია, პირველ რიგში მიმართოთ დერმატოლოგს, რათა გამოირიცხოს კანის სოკოვანი დაზიანება.
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!


გამოაგზავნეთ შეკითხვა