ქუსლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: მაქვს ქუსლის ტკივილი,6 თვეა ..სიარულისას მაწუხებს და როდესაც ვზივარ ან ვწევარ ადგომისას საშინელი ტკივილი მაქვს..და შემდეგ გამივლის,ეს ორი დღეა მაქვს ტკივილის შეგრძნება ჯდომისას,თითქოს რაღაც ღრღნის და რომ გავივლი გამივლის,თუ შეიძლება მითხარით საშიშია თუ არა და როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზი. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა.
ტერფის ტკივილს იწვევს ასევე, დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:

  •  ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
  •  მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
  •  ტერფის დეფორმაციამ.

ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
შესაძლებელია მიზეზი იყოს კოჭ-წვივის ართრიტი, რომელიც კოჭ-წვივის სახსრის ანთებაა და ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას, და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ტერფისა და წვივის ტკივილებს, შეუძლებელია.
გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ტერფის პრობლემები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, თუ საჭირო იქნება სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, ამის შემდეგ კი აუცილებად დაგეხმარებათ და შეარჩევს თქვენზე მორგებულ მკურნალობის მეთოდს.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა