კითხვა: 10 წლის ბავშვს აქვს ქუსლის ტკივილი.2 თვის წინ მყავდა ორთოპედთან და მითხრა რომ საშიში არაფერია ამ ასაკის ბავშვებში ხშირად ხდებაო. გავიდა დღეები. აღარ აწუხებდა ახლა ხან ტკივა უმნიშვნელოდ ხან არა. ვის მივმართო
პასუხი:
მოგესალმებით,
ბავშვთა ასაკში ქუსლის ტკივილი ბევრ მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს, მაგალითად:
მათი ზრდის ტემპი და აქტივობა იმდენად დიდია, რომ ტერფი ვერ უმკლავდება დატვირთვას;
- არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
- კალციუმის დეფიციტი;
- ზოგადად ვიტამინების დეფიციტი;
- ჭარბი წონა, რომელიც აღემატება ბავშვის ასაკის შესაბამისობას;
- ბრტყელტერფიანობა;
- ტერფის სხვა პათოლოგიები და ა.შ.
უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ორთოპედ–ტრავმატოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!