რეკლინჰაუზენის ნეიროფიბრომატოზი (NF) - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს თუ ხდება თქვენთან ნეიროფიბრომატოზის დიაგნოსტირება და მისი მართვა? თუ არიან ამ დაავადებასთან გამოცდილების მქონე ექიმები და თუ ყოფილა ნეიროფიბრომატოზის შემთხვევები. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნეიროფიბრომატოზი, იგივე რეკლინჰაუზენის დაავადება, წარმოადგენს პათოლოგიას რომლის დროსაც სიმსივნეები წარმოიქმნება ნერვულ სისტემაში.
დაავადება ძირითად შემთხვევაში გენეტიკურია და გამოწვეულია აუტოსომურ დომინანტური გენის მუტაციით (მე-17 ან 22-ე ქრომოსომა). თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მუტაცია ადრეულ ემბრიოგენეზში ვითარდება.
ნეიროფიბრომატოზთან დაკავშირებული სიმსივნეები, როგორც წესი, კეთილთვისებიანი და ნელა მზარდია.
რეკლინჰაუზენის ნეიროფიბრომატოზის დროს უმეტესად ნეირონის დამხმარე უჯრედები ზიანდება და არა თავად ნერვული უჯრედი.
მკურნალობის დროს, გარკვეული გართულებების აღმოსაფხვრელად, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა, თუმცა საბოლოოდ NF არ იკურნება.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მდგომარეობის შეფასების შემდეგ, დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა