კითხვა: გამარჯობა.სწორნაწლავი გამომდის საშოდან პერიოდულად მძიმე მშობიარობის შედეგი ყოფილა - რექტოცელე.მაინტერესებს ოპერაცია ვინმე უნდა გამიკეთოს გინეკოლოგმა თუ უროლოგმა?
პასუხი:

მოგესალმებით,
რექტოცელე ეს არის სწორი ნაწლავის და ვაგინალური ღრუს გამყოფი ფიბროზული ქსოვილის დასუსტება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი საშოს წინა კედელში გადაინაცვლებს.
საჭიროებთ თუ არა ქირურგიული გზით მკურნალობას, ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს რექტოცელეს ხარისხი.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რექტოცელეს ოპერაციულ მკურნალობას აქვს ზოგიერთი უკუჩვენება.
თუ პაციენტს აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, როდესაც არსებობს გართულებების განვითარების რისკი, ოპერაციის დროს და მის შემდეგ. ქირურგიული მკურნალობა არ ტარდება.
მკურნალობის მეთოდი, თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს პროქტოლოგმა. ასევე, შესაძლოა ზოგადი ქირურგის ჩართულობაც.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
გასინჯვის შემდეგ, ობიექტურად შეფასდება მდგომარეობა და თავად ექიმი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა