მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის რექტოცელე;
- რა არის ყაბზობა;
- კვების რეკომენდაცია.
რექტოცელე ეს არის სწორი ნაწლავის და ვაგინალური ღრუს გამყოფი ფიბროზული ქსოვილის დასუსტება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი საშოს წინა კედელში გადაინაცვლებს.
საყურადღებოა, რომ დიაგნოზი არ არის დაზუსტებული, ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია.
მსგავს შეგრძნებას იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ან ნაწლავის სხვა პათოლოგია.
სავარაუდოდ გაქვთ ყაბზობა ანუ შეკრულობა, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება კი, ამ პათოლოგიის სიმპტომია. რაც შეეხება შეგრძნებას, თითქოს ნაწლავი საშვილოსნოში გადმოინაცვლებს, გამომდინარეობს იქიდან რომ, ნაწლავის დაბოლოებასა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვთ.
გასაგებია თქვენი მდგომარეობა, შესაძლოა არ გქონდეს სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი.
თავი აარიდეთ თვითმკურნალობას მედიკამენტებით!
მოგცემთ რეკომენდაციას კვების რაციონთან დაკავშირებით, თუმცა თუ 1 კვირაში, არ შეიცვალა მდგომარეობა დადებითი დინამიკით, აუცილებლად უნდა მოახერხოთ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.
საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები:
- ცომეული;
- ტკბილეული;
- რძე;
- ახალი ხილი და ბოსტნეული;
- პარკოსნები - ბარდა, ლობიო;
- შებოლილი პროდუქტი;
- არაჟანი;
- მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები;
- პომიდორი;
- ნიგოზი.
კვების რაციონში ჩართეთ:
- გერკულესი (დილით 3-4 სუფრის კოვზი);
- ვაშლი (კანიანად);
- მაწონი;
- ხაჭო;
- წვნიანი კერძები;
- გარგლის ან ქლიავის ჩირი;
- ჭარხალი,
- სტაფილო,
- ყვავილოვანი კომბოსტო.
სასურველია, თავი შეიკავოთ გაზიანი სასმელების, ყავისა და ჩაის დიდი რაოდენობით მიღებისაგან.
აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც, ნელი ნაბიჯით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე 30-40 წუთი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!