რეტენციული ცისტა, საკვერცხეების პოლიკისტოზი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩემი პრობლემა და მიპასუხოთ: მაწუხებდა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გადავიღე ექოსკოპია, იყო ციკლის მეორე დღე, შედეგი ასეთია: საშვილოსნოს ტანის ზომები: სიგრძე 44მმ, წინა-უკანა 37მმ, სიგანე 45მმ - მოცულობა 38სმ3 საშვილოსნო სადა კონტურებით, ნორმალური ექოგენობის, მიუმეტრიუმი ერთგვაროვანი, მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა საშუალომარცვლოვანი. ენდომეტრიუმის სისქე 4მმ, არაერთგვაროვანი სტრუქტურის. მარჯვენა საკვერცხე 32X20X29 მმ, მოცულობა 9,6 სმ3 , მასში 10-მდე სითხური ჩანართი , მაქსიმალური დიამეტრით 4-6 მმ მარცხენა საკვერცხე: 39X23X31 მმ, მოცულობა 14,5სმ3, მასში რეტენციული ჩანართი ზომით 19X17 მმ, ასევე 6 ანტრალური ფოლიკული ზომით 4-7 მმ ჰორმონული კვლევის შედეგები: პროგესტერონი 1.44 თავისუფალი ტესტოსტერონი 4.79 პროლაქტინი 13.72 თირეოტროპული ჰორმონი TSH - 3.64 თავისუფალი თიროქსინი FT4 - 1.21 ვიტამინი დ- 20.83 გთხოვთ გადახედოთ აღნიშნულ მონაცემებს, ამ ექოს პასუხით რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას? თუ საკვერცხეების პოლიკისტოზია, იარინას ჯგუფის პრეპარატების მიღება მეშინია იქედან გამომდინარე, რომ მაქვს შაკიკი და უკუჩვენებებიდან გამომდინარე რამე გართულება არ გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მხრივ. იმედი მაქვს ამომწურავი პასუხის.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის რეტენციული ცისტა;
  • რეტენციული ცისტის ტიპები;
  • რეტენციული ცისტის მკურნალობა;
  • რა არის საკვერცხეების პოლიკისტოზი;
  • პოლიკისტოზის განვითარების მიზეზი.

sakvercxis_kista

მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ ჩატარებული ექოსკოპია წარმოადგენს მხოლოდ კვლევის პასუხს, დიაგნოზის გარეშე. ცალ–ცალკე თუ განვიხილავთ თითოეულ კრიტერიუმს, იკვეთება რეტენციული ცისტა, იგი წარმოადგენს საკვერცხეში გაზრდილ სითხით სავსე ბუშტუკს, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა ტიპი, მაგალითად :

  • ფუნქციური (ფოლიკულური და ყვითელი სხეულის, იგივე ლუთეინური, თეკალუთეინური);
  • ენდომეტრიული.

აღნიშნული კომპლექსური საკითხია და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, ამიტომ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ზოგადად, რეტენციული ცისტის მკურნალობა, საწყის ეტაპზე კონსერვატიულია – 3-4 თვის განმავლობაში ტარდება კონტრაცეპტივებით ჰორმონოთერაპია, ასევე აუცილებელია ყოველთვიური კონტროლი ულტრაბგერით, რათა შეფასდეს ცისტის მდგომარეობა, იზრდება თუ არა იგი ზომაში.
რაც შეეხება ჰორმონულ კვლევებს, ლაბორატორიული კვლევების ინტერპრეტირება სპეციალისტების პრეროგატივაა, რაც უნდა შეფასდეს უშუალოდ კონსულტაციის დროს.
ერთი შეხედვით, ჰორმონულ კვლევათა მონაცემები ნორმაშია, თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.

საკვერცხეების პოლიკისტოზი

ეს არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს.
მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • ინსულინრეზისტენტობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია.

საკვერცხეების პოლიკისტოზი არ იკურნება. მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა და პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, იმისდამიხედვით, რა სურს ქალს და რამდენი წლისაა.
მკურნალობის მეთოდის შერჩევა და მედიკამენტების განსაზღვრა ხდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამიტომ უმჯობესია, კვლევათა შედეგები გააცნოთ იმ ექიმს, რომელმაც მოგცათ რეკომენდაცია, ჩაგეტარებინათ აღნიშნული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენი კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებას, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა