რევმატიული დარღვევები - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. რა გამოკვლევებია საჭირო სახსრების და ძვლების ტკივილის და განსაკუთრებით მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს.
პასუხი:

მოგესალმებით, 

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს და იგი ხანგრძლივი პროცესია,  რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.

მედიკამენტურ მკურნალობასთან პარალელურად აუცილებელია ფიზიოთერაპია და ზოგადად ჯანსაღი და შეძლებისდაგვარად აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა. თუმცა უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას, რეკომენდებულია  ცურვა და სამკურნალო ვარჯიშები. ასევე აუცილებელია სწორი კვება, წონის კორექცია.

სწორი დიაგნოზის დასასმელად, უმჯობესია გაიაროთ რევმატოლოგთან კონსულტაცია,რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს, ასევე დაგინიშნავთ  საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.

აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა