კითხვა: გამარჯობა.რევმატოიდულ ფაქტორს ნორმა უწერია12ის ქვევით და 6.7მოვიდა შედეგი ნორმა არის ხო?				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
დიახ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ნორმაში იყოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი არარსებობა არ უარყოფს დაავადების დიაგნოზს, ვინაიდან დადგენილია, რომ შემთხვევათა 15% სერონეგატიურია ( სისხლში რევმატოიდული ფაქტორის არსებობის გარეშე მიმდინარეობს) . 
ამიტომ, უმჯობესია პაციენტმა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, ან იმ ექიმს, რომელმაც მისცა რეკომენდაცია, ლაბორატორიული კვლევის შესახებ. 
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						