კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ასეთი შეკითხვა, რა ზომის ნაყოფი არის საკეისროს ჩვენება, 4 კგ თუ 4,5, ანუ რამდენზე ტარდება საკეისრო კვეთა
პასუხი:
მოგესალმებით,
საკეისრო პროტოკოლის მიხედვით, გეგმიური საკეისრო კვეთის დროს, მნიშვნელობა ენიჭება პირველ რიგში ქალის მენჯის ზომებს, ხოლო შემდეგ გასათვალისწინებელია შემდეგი მაჩვენებლები:
- მენჯით წინამდებარეობა ნაყოფის წონით ≥ 4500 გრამი ან 2500 გრამზე ნაკლები;
- III ხარისხის თავის გაშლითი მდებარეობა;
- ტერფით, შერეული მენჯ-ტერფებით ან მუხლით წინამდებარეობა.
დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები დააზუსტოთ თქვენს მეან–გინეკოლოგთან.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/32
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !