მოგესალმებით,
საკვერცხეების პოლიკისტოზი არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს,
საკვერცხის პოლიკისტოზი, რიგი ჰორმონული დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ჰიპერპროლაქტინემია, ინსულინორეზისტენტობა, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია.
მკურნალობის მიმართულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს პაციენტს.
თუ პაციენტი მოგვმართავს უშვილობის მიზეზით, მკურნალობის მიზანი არის ფერტილობის აღდგენა და აქტიური მოქმედება ორსულობის მისაღწევად.
თუ პაციენტი არ არის დაოჯახებული და შესაბამისად არ სურს ორსულობა ამ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს მკურნალობის მეთოდი.
საკვერცხეების პოლიკისტოზი არ იკურნება. მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა და პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, იმისდამიხედვით, რა სურს ქალს და რამდენი წლისაა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, საკვერცხის პოლიკისტოზის ლაპარასკოპიული ოპერაციის ღირებულება ვარირებს 1900 ლარიდან ზემოთ.
დეტალური ინფორმაციისათვის და მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებისათვის, უმჯობესია მობრძანდეთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მაქვს საკვერცხის პოლიკისტოზი მაინტერესებს რაღირს ლაპარასკოპით ოპერაცია?
პასუხი: