სარძევე ჯირკვლის კიბო

კითხვა: გამარჯობათ. მე მაქვს სარძევე ჯირკვალზე სიმსივნე ოპერაცია გავიკეთე 2012 წელში მარა კიდე მაქვს როგორ უნდა გავიქრო სამუდამოდ?
პასუხი:

მოგესალმებით!
სიმსივნურ პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ძუძუს კიბოს უკავია. ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავებას და ახალი შემთხვევების მატებას მრავალი რისკის ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, საკვები, ხშირი სტრესი. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სათანადო პრევენციის არარსებობა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა სარძევე ჯირკვლის პრობლემა, წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით სპეციალისტს უნდა მიმართოს, 35 წლამდე ასაკში – ექოსკოპია, ხოლო 35 წლის შემდეგ მამოგრაფიული კვლევა ჩაიტაროს. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, ვისაც ძუძუს კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობა აქვს ან რამდენიმე ხნის წინ სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ფიბროადენომა იქნება თუ კისტა, თავისთავად საშიში არ არის. მისი კიბოდ გადაგვარების ალბათობა არსებობს, თუმცა ძალზე მცირეა. კვანძოვანი წარმონაქმნის ამოკვეთა სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით უფროა საჭირო, ვიდრე მკურნალობის მიზნით. ამოკვეთის შემდეგ ვიკვლევთ, რა ქსოვილთან გვაქვს საქმე. მკურნალობის შემდეგ ქალი, რომელსაც შორეული მეტასტაზები არ აქვს, პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება. ალბათობა, რომ დაავადება “დაბრუნდეს”, არსებობს, მაგრამ ხშირი მეთვალყურეობისას ქალი ამისგან დაზღვეულია.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , გაურკვეველია რასთან გვაქვს საქმე , ვინაიდან რადიკალური მასტექტომიის შემთხვევაში "სიმსივნე ისევ მაქვს " , როგორც თქვენ ამბობთ, რას ნიშნავს, შეგვიძლია გავარკვიოთ მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში . შესაბამისად, რაიმე რჩევას დისტანციურად ვერ მოგცემთ .
აუცილებელია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ექიმ–ონკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ჩვენს კლინკაში , ყოველ სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა