სარძევე ჯირკვლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობათ მოგწერეთ ორი დღის წინ მკერდი მაწუხებს ძალიან ბავშვები დიდები მყავს რომ ვიფიქრო ძუძუს წოვის ბრალია თქო მებერება თითქოს რძე უნდა ჩამიდგას და საშინლად მაწუხებს ორსულადაც არ ვარ მეუღლეს გაშორებული ვარ იქნებ მირჩიოთ რაიმე
პასუხი:

მოგესალმებით! სარძევე ჯირკვლის დაავადების მიზეზი ხშირად მემკვიდრეობითი მიდრეკილება, კვება და ცხოვრების სტილი, ასევე, ალკოჰოლი და თამბაქოა. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ხშირი და მთავარი მიზეზი კი აბორტი და დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოა. საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა-შემოწმება.

თუ ქალმა მკერდის ნებისმიერ ადგილას ან იღლიის ფოსოში გამკვრივებული უბანი აღმოაჩინა, ან ძუძუს თავმა შეიცვალა ფორმა, აღინიშნება გამონადენი ან მკერდის ფორმის შეცვლა,გრძნობთ მკერდის სიდიდეს (ორსულობის გარდა) აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. დროულად გამოვლენილი დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. ულტრაბგერითი გამოკვლევა კი ერთ-ერთი უზუსტესი მეთოდია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში.
რისკის ჯგუფებში ძირითადად ის ქალები შედიან, რომელთა წინაპრებსაც ონკოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდათ, ვისაც აქვს ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდომეტრიოზი, ან, დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება ან რთულად ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას. ყველა ქალი, ვისაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნება,აუცილებლად უნდა გადიოდეს კონსულტაციებს გინეკოლოგთან და ითვალისწინებდეს მათ რეკომენდაციებს.
თქვენს შემთხვევაში სასურველია მამოლოგთან ვიზიტი, რომელიც სრულად შეკრებს ანამნეზს და დაგინიშნავთ საჭიროების მიხედვით კვლევებს და შესაბამის მკურნალობას.გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით,გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა