საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია (IUD) - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს 5 წლიანი სპირალი ჩადგმული. უკვე მეოთხე წელი სრულდება. და შემოწმებაზე ჯერ არ ვყოფილვარ. ამ ბოლოს დამჩემდა ხერხემლის ტკივილი. შეიძლება სპირალის ბრალი იყოს?! გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს.
იგი პატარა, 2,5 სმ-იანი T-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: სპერმატოზოიდი მიყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება.
საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება :

  • დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • წელის ტკივილი;
  • მუცლის ქვედა ნაწილში კუმშვების შეგრძნება;
  • სისხლიანი გამონადენი.

დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შესაძლებელია წელის ტკივილს იწვევდეს ჰორმონული სპირალი (IUD) .
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ ვიზიტზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა