სათესლე ჯირკვლის ტკივილი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს სათესლე ჯირკვლის ტკივილი, დაახლოებით 2 კვირაა იშვიათად ძლიერი ტკივილით მაგრამ უმეტესად ყრუ ტკივილის შეგრძნება მაქვს. შესიებული არ არის. შეიძლება ეს ტკივილი სიმძიმისგან მოდიოდეს? თან ვმუშაობ ტექნიკაზე რომელზეც დიდი ხანი ჯდომა და "ჯანჯღარი" მიწევს.. ან რა შეიძლება იყოს ტივილის გამომწვევი მიზეზი? რომელ ექიმთან უნდა მივიდე ან რა დაჯდება ვიზიტი გამოკვლევები?
პასუხი:

მოგესალმებით,
სათესლე ჯირკვლის არეში ტკივილის დროს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, დისტანციურად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ექიმი – უროლოგი სათანადო კვლევებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა