ვიზიტი უროლოგთან - უროლოგია

კითხვა: ჩემს ახლობელს ჰქონდა პროსტატა და შარდის ბუშტის ყელის კონექტურა შევიწროება.ხანდახან mbb აღენიშნებოდა სისხლისფერი შარდი.ანალიზებსა დარენდგენულ გამოკვლევებში ცვლილებები არ აღენიშნა.ანტიგენი ჰქონდა 3.99.გაუკეთდა ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე.ოპერაციის შემდეგ კვლავ შეიფერა შარდი. იქნებ მითხრათ რისი ბრალია?
პასუხი:

მოგესალმებით,
პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.
შარდსაწვეთების ანომალიები შარდსასქესო სისტემის ანომალიათა 22%-ს შეადგენს. მათ , ისევე როგორც სხვა ანომალიებს, შესაძლოა თან ახლდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევებიც.
უმეტესად გვხვდება შარდსაწვეთის შევიწროება ან გაფართოება. შარდსაწვეთების ანომალია მრავალგვარია, თუმცა ყოველი მათგანი შარდის გადაადგილების, უროდინამიკის, დარღვევას იწვევს. უროდინამიკის დარღვევას, თავის მხრივ, თირკმლის ანთება და მისი ფუნქციის დარღვევა მოსდევს.
როგორც აღნიშნავთ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, შესაძლებელია აღნიშნული სიმპტომები უკავშირდებოდეს ნაწილობრივ ობსტრუქციას, რომლის გენეზსა და სახეობაში უნდა გაერკვეს უროლოგი. ამიტომ, გირჩევთ ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას, ექიმი შეაფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მკურნალობის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს გამოკვლევებს, ამის შემდგომ კი, შეარჩევს ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ჩვენი საინფორმაციო – საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა