სავარაუდო ორსულობა - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 30 წლის. გადამიცდა მენსტრუაციული ციკლი. ორსულობის ტესტები ორსულობას არ აჩვენებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ან შეიძლება თუ არა ორსულობა ტესტმა არ აჩვენოს (2-ჯერ გავიკეთე ორსულობის ტესტი, ერთკვირიანი ინტერვალით) დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

დიახ, დასაშვებია ტესტი შეცდეს, რადგან შესაძლოა ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა