მოგესალმებით,
აბდომინური (მუცლის ზედაპირიდან) ექოსკოპია საკმაოდ მცირე ვადაზე, მე-4-5 კვირას გვაძლევს ორსულობის ზუსტად დადგენის საშუალებას, ხოლო ტრანსვაგინური (საშოსმხრივი) ექოსკოპია - კიდევ უფრო მცირე ვადაზე, მე-3 კვირას.
ტესტი ჭეშმარიტ პასუხს აჩვენებს მენსტრუალური ციკლის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ; მენსტრუაციის შეკავებამდე ორსულობის ძირითადი სარწმუნო ნიშანია ქორიონული გონადოტროპინის მატება; ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ.
გამოთვალეთ თქვენი ორსულობის სავარაუდო ვადა და დაახლოებით 3-4 კვირის ვადაზე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექოსკოპია.
ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა დღეს და გუშინ ჩავიტარე ორსულობის ტესტი იმის წინათ ეხოზეც ვიყავი და ვერაფერი ვერ ნახეს და მითხრეს 2 დგეში გაიკეთეო ტექსტი გავიკეთე და ერთი ხაზი მკვეთრადა და მეორე ოდნავ ვარდისფრად ამჩნევია და რას ნიშნავს ორსულობაა თუ არა ანდა ეხოზე შეეძლოთ რო არენახათ ჯერ
პასუხი: