სავარაუდო ორსულობა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, მენსტრუაციას ველოდები დაახლოვებით ერთ კვირაში მაქსიმუმ. რამდენიმე დღეა ძლიერი სქესობრივი აქტის შემდეგ ვნახე ალბათ ორი წვეთი სისხლი. მას მერე ეს დღეები (ალბათ 4 დღე) მაქვს ვარდისფერი ან წითელი ფერის გამონადენი დღეში ერთხელ შეიძლება შეიმჩნეს. თუმცა ციკლსაც მალე ველოდები.იქნებ ძლიერი სქესობრივი აქტის შემდეგ იცის ასე? ორსულობას ხომარ ნიშნვას? დღეს გავიკეთე ორსულობის საკმაოდ მგრძნობიარე ტესტი და უარყოფითი მიჩვენა.იქნებ მითხრათ ორსულობას თუ ნიშნავს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, საქმე ეხება მენსტრუაციისწინა პერიოდს.
ნორმალური მენსტრუალური ციკლის ათვლა იწყება მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღიდან და გრძელდება 3-6/7 დღე. შესაბამისად, პირველ ფაზას მენსტრუალური ფაზა ჰქვია. ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებული ზედა შრე ჩამოიფრცქვნება და გამოიყოფა სისხლთან ერთად.
სისხლდენის ოდენობა განპირობებულია პერიოდის მახასიათებლებით. თუმცა ამ პროცესის პარალელურად ორგანიზმში ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი იწყება - საკვერცხეში მენსტრუალური სისხლდენის ბოლო დღეებში ჰიპოთალამუსში სინთეზირებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით საფუძველი ეყრება ერთდროულად 20-მდე ფოლიკულის ზომებში ზრდას.
რაც შეეხება ორსულობას, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა შესაძლოა ტესტი შეცდეს, რადგან შესაძლოა ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა