მოგესალმებით,
დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის (კოლინჯი) ქვედა ნაწილში გვხვდება. დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.
დივერტიკულები ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.
მიუხედავად პრობლემის უმნიშვნელობისა, შესაძლოა განვითარდეს დივერტიკულის ანთება ან ინფექცია. მდგომარეობას დივერტიკულიტი ეწოდება. დივერტიკულიტმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
- მაღალი ტემპერატურა;
- გულისრევა;
- ნაწლავის მოქმედების ცვლილებები.
მსუბუქი დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, საკვები რაციონის შეცვლითა და ანტიბოიტიკებით. ხოლო, მძიმე ფორმის დროს, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას მოგახსენებთ. დიახ, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია დივერტიკულას ლაპარასკოპიული მკურნალობა.
ოპერაციასთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ უფასო კონსულტაცია ქირურგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!