საზარდულის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. მარცხენა ფეხის , საზარდულთან ფეთქვა და აუტანელი ტკივილი ქონდა ჩემს გოგონას 2 თვის უკან. გადაადგილება უჭირდა. სიცხე მხოლოდ ერთი დღით. გავიკეთეთ თითქმის ყველა ორგანოს ეხო და გვითხრეს რომ ყველაფერი წესრიგშია. ეხლა ანალოგიურად 2 თვის შემდეგ დაემართა მარჯვენა ფეხზე ისევ საზარდულის არეში. ისევ პულსაციით, სიცხე გაგრძელდა 4 დღე. გოგონა არის 27 წლის. გვირჩიეთ თქვენს კლინიკაში ვისთან მივიდეთ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
21 აგვისტოს უკვე გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე, თუმცა მაშინ, პაციენტის ასაკი არ იყო ჩვენთვის ცნობილი.
დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს საზარდულის თიაქარს.
საზარდული თიაქარი ყველაზე ხშირია სხვადასხვა სახეობის თიაქრებს შორის, იგი შესაძლოა საზარდულის არეში ჩანართის სახის გამოჩნდეს.
საზარდულის თიაქარი ვითარდება როდესაც რბილი ქსოვილი - უმეტესად მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (ბადექონი) ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი - გამოდის მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში.
საზარდულის თიაქრის დროს, ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავი საზარდულის არეში ბარძაყის ზევით ჩადის. ეს დასუსტებული კუნთის ხარჯზე ხდება და საზარდულის არხში არასასურველი ქსოვილი ხვდება.
საზარდულის არხით, სისხლძარღვები მიემართება მრგვალი მყესისაკენ (რომელიც საშვილოსნოს შემოსაზღვრავს).
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, უმჯობესია პაციენტმა კონსულტაცია გაიაროთ ქირურგთან.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც შევთავაზებთ ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა