შეწყვეტილი ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. ვარ 34 წლის. მენსტრუაციას ველოდი 7 მარტს, გადამიცდა 5 დღე. ტესტი გავიკეთე რამდენჯერმე და ყოველთვის ორ ხაზს მიჩვენებდა, თუმცა მეორეს ყოველთვის მკრთალს. მქონდა შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, მკერდის ტკივილი და დასიება, ბაზალური ტემპერატურა 37,1-37,2. სხეულის ტემპერატურა 37, 37,1. გულისრევის შეგრძნება, მუცლის ქვედა ნაწილში უჩვეულო შეგრძნება, თითქოს გამკვრივებული მ ქონდა და ზოგჯერ ტკივილიც. ყოველთვის სტაბილური მქონდა მენსტრუაცია და ასეთი გადაცდენა არასოდეს მქონია. 12 მარტს წამომივიდა ყავისფერი გამონადენი რასაც მოჰყვა სისხლიანი გამონადენი. ტესტმა უარყოფითი აჩვენა. შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ მოხდა ასე და რის ბრალი შეიძლება ყოფილიყო? შეიძლება რომ ორსულობა ყოფილიყო?
პასუხი:

გამარჯობა! როგორც ამბობთ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა როდესაც პირველად ჩაიტარეთ ,ახლა კი უარყოფითია.შესაბამისად საქმე ეხება სპონტანურ აბორტს .შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია რომელიც საინტერესო იქნება თქვენთვის .
ორსულობათა ნახევარი მანამდე წყდება, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა. ასეთ დროს მენსტრულურ გამონადენთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც. ციკლის რამდენიმედღიანი გადაცდენა ან უხვი, ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი ზოგჯერ სწორედ შეწყვეტილი ორსულობის ნიშანია. დანარჩენი 50%-დან ორსულობის შეწყვეტაში უმთავრესად ქრომოსომულ დარღვევებს, გენეტიკურ პათოლოგიებს მიუძღვის ბრალი. გენეტიკასთან ერთად ორსულობის შეწყვეტაში დიდ როლს ასრულებს ინფექციური დაავადებები.ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ენდოკრინული დაავადებაც. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების (უმეტესად – მისი ფუნქცის დაქვეითების), თირკმელზედა ჯირკვლის დაავადები , საშვილოსნოს ორგანული დაზიანებაც – პოლიპი ან სუბმუკოზური კვანძი.
ძალიან ძნელია ზუსტი მიზეზის გამოვლენა. ლიტერატურაში მითითებულიც კია, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენა უმეტესად ვერ ხერხდება. ცხადია, როდესაც დასტურდება კვანძი ან საშვილოსნოს ანატომიური დეფექტი ან ვიცით, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის ენდოკრინული დაავადება, რომელსაც სათანადოდ არ მკურნალობდა, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ნათელია; საქმე ერთიორად რთულდება, როდესაც საუბარია ინფექციურ პათოლოგიაზე ან გენეტიკურ დარღვევებზე (არადა, შეწყვეტილი ორსულობები უმეტესად მათ წილად მოდის). მეტიც – შესაძლოა ქალს ჰქონდეს ანატომიური დეფექტი, მაგრამ ორსულობის შეწყვეტა სულ სხვა პათოლოგიამ გამოიწვიოს.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ვირუსებს პროცესის გაქრონიკულება ახასიათებს. ინფექცია მწვავედან ქრონიკულ ფორმაში გადადის, ვირუსი რჩება ნერვულ განგლიებში და როდის გააქტიურდება, ვერავინ იტყვის. შესაძლოა, იმ პერიოდში, როდესაც ორსულობა შეწყდა, ინფექცია გამწვავებული ყოფილიყო, მაგრამ გამოკვლევის დროს ის უკვე ქრონიკულ ფაზაში იყოს გადასული და ლაბორატორიული გამოკვლევითაც ვერ მოხერხდეს გამწვავების გამოვლენა. შესაძლოა, ორსულობა ისე შეწყდეს, რომ ქალმა ამის შესახებს ვერ შეიტყოს.
ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს,რათა ჩაგიტარდეთ შესაბამისი მკურნალობის კურსი ან სადიაგნოსტიკო კვლევები .
ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე აქცია ,რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ მხოლოდ 75 ლარად .დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით . დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკაშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა