მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენი ჩივილის გამომწვევია შფოთვითი აშლილობა.
ზოგადად, შფოთვა ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიექტური ასახვაა და ის რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს.
ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ, თუმცა ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც შევძლებთ გაგცეთ ამომწურავი პასუხი და დაგინიშნოთ მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!