კითხვა: სისხლის საერთო ანალიზის ნორმები მაინტერესებს
პასუხი:
მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
სსა ნორმებია:
- ჰემოგლობინი (Hb) - მამაკაცებში – 130–160 გ/ლ,
- ქალებში - 120-140 გ/ლ.
- ერითროციტები (MCV) - მამაკაცებში — (4,0–5,1)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე
- ქალებში — (3,7–4,7)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე.
- ლეიკოციტები – (4,0–9,0)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე.
- ერითროციტები – (180–320)×〖10〗^9
- თრომბოციტები – (PLT) – 160-400
- ე.დ.ს ( იგივე როე ) – მამაკაცებში 2-10 მმ/სთ,
- ქალებში — 2-15 მმ/სთ.
- გლუკოზა – 3,5-6,5 მმოლ/
- საერთო ცილა – 60-80 გ/ლიტრი
- საერთო ბილირუბინი – 20,5 მმოლი/ლიტრი.
- კრეატინინი – 0,18 მმოლი/ლ
თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანრმთელობას!