მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი „გადამდებლობით“.
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება კომბინირებული წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
დაავადების გადატანა ან სრულყოფილი (ორჯერადი) ვაქცინაცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს.
შესაბამისად, თქვენს შემთხვევაში, წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, რადგან აცრილი ხართ ვაქცინის 2 დოზით - პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის უმჯობესია, მიმართოთ უბნის პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის. წითელაზე აცრა მაქვა გაკეთებული 12 თვისას და 5 წლისას, მაინც უნდა ავიცრა ეხლა? სადღაც წავიკითხე რომ 19 წლის ზემოთ მაინც რეკომენდირებულია აცრაო.
პასუხი: