მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზში , რიგ დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის , მნიშვნელოვანია ლეკოციტური ფორმულა. ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების დროს და ა.შ.
თქვენს მიერ მოწოდებული მხოლოდ ამ მონაცემებით რჩევას ვერ მოგცემთ, დასაზუტებელია, რა ჩივილებიდან გამომდინარე გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი?
მნიშვნელოვანია კლინიკური ნიშნები და თუ ბავშვს ამჟამად აქვს რაიმე ჩივილი და ზოგადი მდგომარეობის პათოლოგიური ცვლილებები, მაშინ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვიზიტი ჰემატოლოგთან, რომელიც სისხლის სრული სურათის და კლინიკური მდგომარეობის შეჯერების საფუძველზე გამოიტანს დასკვნებს და შემოგთავაზებთ მოქმედების გეგმას .
ვიზიტის დასანიშნად დაუკავშირდით კლინიკის ქოლცენტრს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, 16 წლის ბიჭს ლიმფოციტები აქვს 47 საშიშია თუ არა და რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს
პასუხი: