სისუსტე, დაღლილობა - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს სისუსტე,დაღლილობა.სისხლის ანალიზი ჩავაბარე ყველაფერი ნორმაშია,გემოგლობინიც.მირჩიეს b კომპლექსის ვიტამინის მიღება.აფთიაქში ბევრი დასახელების მითხრეს და თქვენ რომელს მირჩევდით
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ მდგომარეობას, შესაძლოა უამრავი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად:

  •  არასაკმარისად ხანგრძლივი ან მოუსვენარი ძილი;
  •  დაგროვილი სტრესი;
  •  ავიტამინოზი და არასწორი კვება;
  •  ენდოკრინული დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები);
  •  გულსისხლძარღვთა და სისხლის დაავადებები (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული და ჰიპოტონიური დაავადებები, ანემიები);
  •  ნერვული სისტემის დაავადებები და სხვადასხვა ფუნქციური აშლილობები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზები, დეპრესიები);
  •  სიმსუქნე.

აუცილებელია: დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის მოწესრიგება, ფეხით ყოველდღიური სეირნობა.
მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. სასურველია, ადგეთ და დაწვეთ ერთსა და იმავე დროს. დღისით ზომიერად დაიტვირთოთ და ერიდოთ თვალის მოტყუებას, ხოლო ღამით შეიქმნათ სასურველი განწყობა სრულფასოვანი ძილისათვის.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ დამოუკიდებლად თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური ნევროლოგი, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა